ვნახავთ, განვიხილავთ, წინასწარ ცხარე განცხადებებს არ ვაპირებ

20/03/2017

ვნახავთ, განვიხილავთ, წინასწარ ცხარე განცხადებებს არ ვაპირებ, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რამდენად იზიარებს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნებს.

“ვნახავთ მაინც, განვიხილავთ, წინასწარ ცხარე განცხადებებს არ ვაპირებ, მაგრამ, მე ვფიქრობ, ჩვენი კანონების პაკეტი არის ის, რაც ქვეყნის ინტერესებს ემსახურება” , – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა შენიშვნები გაითვალისწინონ, ვოლსკიმ აღნიშა, რომ “უნდა გააკეთო საერთოდ ყველანაირი დაშვება, როდესაც წაიკითხავ და შეისწავლი”.

“ასე ხელების სავსავით კატეგორიული უარის თქმა წინასწარ არ მიმაჩნია სწორად ელემენტარული ეთიკის გამო. მიუღებელია ამ კანონში რაიმეს შეცვლა, “თუ რაღაც ისეთი განსაკუთრებული არ არის”, – განაცხადა ვოლსკიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0