ვფიქრობ, ასეთი მიდგომა სამართლიანია

20/04/2016

ჩვენ არ გვინდა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დავიყვანოთ რაღაც თანხაზე ან მერკანტილიზმზე, რომ ამა თუ იმ გუნდმა მიიღოს თანხა და ამით შეინარჩუნოს და გაიხანგრძლოვოს თავისი ყოფნა პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ არასაპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების კომენტირებისას. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც 2%-ს დააგროვებს, კვალიფიციურ სუბიექტად ჩაითვლება.

„ამ თემაზე მიდის მოლაპარაკებები. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა სამართლიანია. რაც შეეხება სისტემის ცვლილებას, ამის სურვილი რომც მქონდეს საჭიროა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის 2020 წლიდან მხარი დაუჭიროს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე არ იზიარებს იმ მიდგომას, რომ მანამდე მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0