ვფიქრობ, კონსტიტუციურ პროცესს გლობალურად ვეღარაფერი გადაარჩენს

12/09/2017

“რაც შეეხება პოზიციების შეჯერებას ტექსტთან დაკავშირებით, ეს ახალი ამბავი არ არის, ამაზე პოლიტიკურ პარტიებს დიდი ხანია ჰქონდათ გარკვეული მოსაზრებები, თუ მესამე მოსმენის წინ კიდევ ერთხელ იქნება მოსაზრებები არტიკულირებული, ამაში ცუდი არაფერია. თუმცა მე მეეჭვება, რომ მმართველმა გუნდმა შეძლოს სწორი ნაბიჯის გადადგმა, რადგან მათგან სწორი ნაბიჯის გადადგმა იქნებოდა ერთი ნაბიჯი უკან და როგორც ჩანს, ისინი ასე არ თვლიან. არ მგონია, რომ „ოცნებამ“ ვითარება ასე დაინახოს. ალბათ ისინი გადადგამენ ნაბიჯს წინ, არასწორი მიმართულებით და მიიღებენ იმას, რაც უკვე მეორე მოსმენით არის მიღებული. ყველამ უნდა ვიფიქროთ შესაძლო მცირე გამოსავლებზე, რადგან ვფიქრობ, კონსტიტუციურ პროცესს გლობალურად ვეღარაფერი გადაარჩენს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0