ვწუხვარ თვალსაჩინო მოქანდაკის გოგი ოჩიაურის გარდაცვალების გამო

20/10/2017

ვწუხვარ თვალსაჩინო მოქანდაკის გოგი ოჩიაურის გარდაცვალების გამო.
მისი გამორჩეული ხელწერით შექმნილი არაერთი სკულპტურული ნამუშევარი ამშვენებს ჩვენს დედაქალაქს.
განსაკუთრებულია პედაგოგიური ღვაწლი, რომელიც ბატონმა გოგიმ ქართული პლასტიკური ხელოვნების ახალ თაობათა აღზრდისთვის გასწია.
ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ გოგი ოჩიაურის ოჯახსა და ახლობლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0