ზაზა გულიაშვილმა დაიწყო ქარელის მუნიციპალიტეტის განვითარების ოთხწლიანი გეგმის განხორციელება

26/10/2017

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა დაიწყო ქარელის მუნიციპალიტეტის განვითარების ოთხწლიანი გეგმის განხორციელება.
გამგებლის პირველ მოადგილესთან ნუგზარ დაბრუნდაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა სოფელ ქვემო შაქშაქეთის სარიტუალო დარბაზის მიმდებარედ არსებული თავისუფალი ფართი,სადაც მოსახლეობის თხოვნით იგეგმება დასასვენებელი სკვერისა და ბავშვთა გასართობი ატრაქციონების მოწყობა.
ასევე ადგილზე მოინახულა სოფლების ფცისა და ბერძენაულის დამაკავშირებელი დაზიანებული საფეხმავლო დაკიდული ხიდი,რომლის საპროექტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაიწყება უახლოეს მომავალში .

Tweet about this on TwitterShare on Facebook0