ზარზმის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

04/08/2020

ზარზმის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მოიცავს ზარზმის მონასტრის დაზიანებული გუმბათის, ისტორიული წყაროს კონსერვაციასა და რეაბილიტაციას. ასევე მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე თამარის წყაროსკენ მიმავალი ბილიკის მოწყობა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. ზარზმის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები 2021 წლის დასაწყისში დასრულდება. პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0