ზედა კვირიკეში ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზედა კვირიკეში ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. საავტომობილო გზის 2 500 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. დღეს გზის კეთილმოწყობითი სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე და მერის მოადგილე სულხან მოწყობილი აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
აჭარის საგზაო დეპარტამენტი სასოფლო გზის სარეაბილიტაციოდ 700 000 ლარს დახარჯავს. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები და გაბიონები.
გასულ წელს პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქვედა და ზედა კვირიკეს დამაკავშირებელ გზას.

Visited 204 times, 1 visit(s) today