ზემო სარალში სასმელი წყლის შიდა დაქსელვა მიმდინარეობს

13/05/2016

მარნეულის მუნიციპალიტეტის, შულავერის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო სარალში, სასმელი წყლის შიდა დაქსელვა მიმდინარეობს, რაც სოფელში 7768 მ-იანი სიგრძის ცენტრალური მაგისტრალის გაყვანას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დასაქმდა 10 ადგილობრივი მოქალაქე.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი 2016 წლის 28 აპრილს დაიწყო და მიმდინარე წლის 26 აგვისტომდე დასრულდება.
აღნიშნული პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის თანადაფინანსების 5% მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა. პროექტის საერთო ღირებულება 185 640 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0