ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა

09/10/2017

ახალი საბავშვო ბაღის შენობა დღეს ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულშიც გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების 30 აღსაზრდელზე გათვლილ სააღმზრდელო დაწესებულების შენობის გახსნას სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, გამგებლის პირველი მოადგილე თენგიზ ლომია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. კეთილმოწყობილი სასადილო და საძინებელი ოთახებით, სამზარეულოთი და სველი წერტილებით, თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი საბავშვო ბაღი სოფლის მოსახლეობის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და სააღმზრდელო პროცესისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის.
ახალი საბავშვო ბაღი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა. სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,მშენსერვის 7”-მა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი გაიხსნა. წლის ბოლოსთვის სააღმზრდელო პროცესი დაიწყება კიდევ ერთ – ფოთის ქუჩაზე მდებარე II საბავშვო ბაღის ახალი შენობაში. მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის 9 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0