ზენდიდში დასახლების საერთო კრება გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ ზენდიდის მცხოვრებთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგეობამ დღეს დასახლების საერთო კრება გამართა. დღის წესრიგით იმსჯელეს სოფელში შევიწროებული გზის მონაკვეთის გაფართოების საკითხზე, რომელიც საინიციატივო ჯგუფის მიერ იქნა დასმული. კრებას მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე ესწრებოდა, რომელმაც კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივებს საკითხის მოგვარებას დაპირდა. დასახლების საერთო კრების რჩეულებისა და ზენდიდში მცხოვრები ქალბატონების მიერ ასევე განხილული იქნა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციუალური საკითხები. კრებას ორგანიზებას გამგებლის წარმომადგენელი დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში ვაჟა აბულაძე და გამგებლის თანაშემწე გენდერულ საკითხებში თეა შარაშიძე უწევდნენ.

Visited 180 times, 1 visit(s) today