ზესტაფონის გამგებლის მოადგილემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოახლოებული შობის დღესასწაული მიულოცა

ქრისტეშობის მოახლოებული დღესასწაული სოციალურად დაუცველ ოჯახებს გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ მიულოცა და საჩუქრები გადასცა. სასაჩუქრე პაკეტში სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი იყო მოთავსებული. საშობაო საჩუქრებს სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა მზრუნველობამოკლებულ ადამიანთა ორგანიზაცია „ცხოვრების მეგზური“ და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი „ორიონიც“ მიიღებს.

Visited 179 times, 1 visit(s) today