ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შშმ პირებს ეტლები გადასცა

04/01/2017

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტლები გადასცა. ეტლების დარიგების პროცესში გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც იღებდა მონაწილეობას. დეპუტატის ინიციატივით, სტანდარტულ ეტლს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 10 ოჯახი მიიღებს. გარდა აღნიშნულისა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის სტანდარტულ ეტლების გადაცემას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ – წარმომადგენლებიც გეგმავენ. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დამატებით 20 – მდე ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0