ზესტაფონის მერიამ საახალწლო საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგა

ზესტაფონის მერიამ საახალწლო საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგა. სასაჩუქრე ნაკრები 100 – მდე ოჯახს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიუტანეს და დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცეს.

„ჩვენი სურვილი იყო საახალწლო განწყობა შეგვექმნა მათთვის, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს დახმარებას და მზრუნველობას. 100 – მდე ოჯახს მივულოცეთ მოახლოებული შობა – ახალი წლის დღესასწაული და იმედია მცირედით მაინც შევძელით მათთვის საახალწლო განწყობა შეგვექმნა“, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ.

Visited 113 times, 1 visit(s) today