ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში, მდინარე ყვირილაზე, მოქალაქე ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდა თევზის მოპოვებას. შედგა შესაბამისი აქტი. ვინაიდან, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა.

Visited 213 times, 1 visit(s) today