ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მწყერიციხეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სრულდება

28/09/2017

საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა მუნიციპალიტეტში კიდევ ერთ მისამართზე სრულდება. ბოლო ათეული წლების შემდეგ პირველად, კლდეეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მწყერიციხიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახუნდარამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის მიხედვით საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი მოეწყო, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორი სოფლის დამაკავშირებელ ხიდს და მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 120 282 ლარია. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას ზესტაფონისა და ხარაგაულის მოსახლეობა შეძლებს. გზის რეაბილიტაციას შპს „ბორანი“ ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და გამგებლის მოადგილემ ნიკოლოზ კრავეიშვილმა დაათვალიერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0