ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ოლიმპიზმის დღე მასობრივი მძლეოსნური გარბენით აღნიშნა

07/10/2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ოლიმპიზმის დღე მასობრივი მძლეოსნური გარბენით აღნიშნა. „მარათონი 2017“ მუნიციპალიტეტისა და „LEADER – BET” – ის ორგანიზებით მოეწყო. სპორტულმა ღონისძიებამ სტარტი კოსტავას ქუჩიდან აიღო. მარათონი დადიანის ქუჩის ჩათვლით, ლაღიძის ქუჩამდე არსებულ ერთ კილომეტრიან დისტანციას აერთიანებდა. მძლეოსნურ გარბენში მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოასპრეზე ახალგაზრდები და მოყვარული სპორტსმენები იღებდნენ. „მარათონი 2017“ – ში მონაწილეობას 120 – ზე მეტი წარმომადგენელი იღებდა. „LEADER – BET” – მა სამი საპრიზო ადგილისთვის ფულადი ჯილდო დააწესა. პირველ ადგილზე გასულმა მონაწილემ 300, მეორე საპრიზო ადგილის წარმომადგენელმა 200, ხოლო მესამე ადგილზე გასულმა 100 ლარი მიიღო. სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები ღონისძიების მონაწილეებისათვის იმერეთის ოლიმპიურ კომიტეტსაც ჰქონდა დაწესებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0