ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გზების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულების სტადიაშია

24/10/2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გზების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულების სტადიაშია. რეაბილიტაცია მიმდინარე წელს როგორც სოფლის, ასევე ქალაქის შიდა საუბნო გზებზე განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი დაიგო 9 ძმის ქუჩაზე, ქ. წამებულისა და 300 არაგველის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე, ზაქარიაძის პირველ ჩიხში, ათონელების ქ. პირველ შესახვევში, ზაპოროჟიეს ქ. მეორე შესახვევში, ზედა საქარის, ქვედა საქარის, ცხრაწყაროს, პირველი სვირის, სანახშირის და შროშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 120510 ლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით, მზა სასაქონლო ბეტონი შიდა საუბნო გზების მოსაწყობად ნაწილდება და ადგილობრივები მის დაგებას საკუთარი ძალებით ახდენენ. ბეტონის შეზიდვას კონკრეტულ უბნებზე ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „ალპედე“ ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0