ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.
კახაბერ მახათაძემ, მერიის თანამშრომლებს პირადად გააცნო საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, დაემშვიდობა და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმიანობისათვის. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას, ნუგზარ ფერაძე შეასრულებს.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოზიციაზე, ნუგზარ ფერაძის კანდიდატურა თავად კახაბერ მახათაძემ წარადგინა.
თანამდებობრივი ცვლილებების შესახებ, რიგგარეშე სხდომა გამართა მუნიციპალიტეტის საკრებულომ. სხდომის დღის წესრიგის გათვალისწინებით, დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ორი საკითხი: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის პირადი განცხადების საფუძველზე მერის უფლებამოსილებისა და საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ნუგზარ ფერაძის პირადი განცხადების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ.

Visited 134 times, 1 visit(s) today