ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მსოფლიო აქციას „ღამე მუზეუმში“ შეუერთდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მსოფლიო აქციას „ღამე მუზეუმში“ შეუერთდა. აქციის ფარგლებში მუზეუმების გაერთიანებამ სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები დაგეგმა. საგამოფენო დარბაზში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილობრივი მუსიკალური კოლექტივებისთვის მოესმინათ. კონცერტი მუზეუმის შენობის წინ საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე მიმდინარეობდა. მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის შემოქმედებითმა ჯგუფებმა, კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა, დამოუკიდებელი სკოლა „ანაბასისი“ – სა და მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს. ღონისძიებას ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტის „ორიონი“ – ს აღსაზრდელებიც შეუერთდნენ. „მუზეუმების კვირეული“ მხარეთმცოდნეობის საგამოფენო სივრცეში მთელი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.

Visited 310 times, 1 visit(s) today