ზესტაფონის რესურსცენტრში მედალოსანთა დაჯილდოვება შედგა

06/07/2017

რესურსცენტრში მედალოსანთა დაჯილდოვება შედგა. 2015 – 2016 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს კუთვნილი ჯილდოები მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ და გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცეს. დაჯილდოვების ცერემონიას საჯარო სკოლის დირექტორები, მოსწავლეთა მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებს შორის მედლის მფლობელი 79 მოსწავლე გახდა. აქედან ოქროს მედლით 58, ხოლო ვერცხლის მედლით 21 მოსწავლე დაჯილდოვდა. დაჯილდოვება ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით მოეწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0