ზესტაფონის სახელმწიფო თეატრში გამოფენასა და სპექტაკლს „საუკუნის მკვლელობა“ წარადგენენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

29 ივნისს 17 : 00 საათზე ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება გამოფენა და სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ ( კონცეპტუალური დრამა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ორ მოქმედებად). პროექტს შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ახორციელებს. ღონისძიება იმართება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით.

Visited 190 times, 1 visit(s) today