ზესტაფონი უკვე 22 – ედ შოთა მაჭავარიანის რესპუბლიკურ ტურნირს მასპინძლობს ძიუდოში

04/06/2017

შოთა მაჭავარიანის სახელობის ტურნირი უკვე 22 – ედ იმართება ზესტაფონში. სპორტის სასახლეში ჩემპიონატში საასპარეზოდ თავი სხვადასხვა რეგიონის 120 – მა მოჭიდავემ მოიყარა. გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან. ტურნირის დაარსების იდეა სახელოვანი მოჭიდავის, შოთა მაჭავარიანის მეგობრების, მწვრთნელების, სასპორტო სკოლისაა და ოჯახის წევრების ინიციატივთ გაჩნდა. როგორც მისი ორგანიზატორები ამბობენ, სამომავლოდ ტურნირი საერთაშორისო მასშტაბების გახდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0