ზესტაფონს ლიტვის ქალაქ ტაურაგედან დელეგაცია ესტუმრა

05/04/2017

ზესტაფონს ლიტვის ქალაქ ტაურაგედან დელეგაცია ესტუმრა. ლიტველ სტუმრებს, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები გერონტი დევდარიანი და ნიკოლოზ კრავეიშვილი შეხვდა. მოეწყო საზეიმო ცერემონიაც. ღონისძიებაში მონაწილეობას კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი იღებდა. ვიზიტის ფარგლებში 7 აპრილს მუნიციპალიტეტში საერთაშორისო კონფერენცია მოეწყობა. კონფერენციის თემა, ლიტვასა და საქართველოს განათლების სისტემის სპეციფიკა და სამომავლო ურთიერთობები იქნება. ზესტაფონსა და ლიტვის ქალაქ ტაურაგეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე წლის წინ გაფორმდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0