ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე ასფალტის საფარის ფრაგმენტული შეკეთების სამუშაოები დაიწყო

09/03/2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გზის საფარის აღდგენის სამუშაოები დაიწყო. ასფალტის საფარის ფრაგმენტულ შეკეთებას ცენტრალური ქუჩები ექვემდებარება. სამუშაოებს „საპოვნელა + „ აწარმოებს, რომელმაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით ქუჩების ორმოული დამუშავების სამუშაოები 80 ათასი ლარის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს. მიმდინარე სამუშაოები დღეს გამგებლის მოადგილემ ნიკოლოზ კრავეიშვილმა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მამუკა მახათაძემ დაათვალიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0