ზესტაფონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

01/12/2017

ზესტაფონში, ზაპოროჟიეს ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული და მისი ღირებულება 155 264 ლარია. გზის კეთილმოწყობაზე, შპს „საპოვნელა +“ მუშაობს. 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა მუნიციპალიტეტმა 20 – ზე მეტ მისამართზე განახორციელა. გზების რეაბილიტაციის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს სკვერების მოწყობის პროცესი, ზაქარიაძის ქუჩის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია, ზაქარიაძის ქუჩიდან – დაბა შორაპნამდე ღამის განათების სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლის ტერიტორიაზე მოძრაობის მარეგულირებელი წრის მოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხბურთო მოედნებს. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება ერთ – ერთი მთავარი პრიორიტეტი 2018 წელშიც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0