ზესტაფონში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

17/05/2017

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2017 წელს 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მათ შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა, საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სკვერებისა და ღამის განათებების მოწესრიგება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტში 15 მისამართზე იგეგმება.
გარდა აღნიშნულისა მუნიციპალიტეტში 3 მასშტაბური საგზაო პროექტი ხორციელდება. სოფელ როდინაულის, მეორე სვირისა და სადგურ სვირის ( უკვე დასრულებულია) და სოფელ ტაბაკინში მონასტრამდე მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნულ დასახლებებში მრავალი წელია საავტომობილო გზების რეაბილიტაცია არ განცორციელებულა. სოფელ ტაბაკინში კი მონასტრამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობა პირველად ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0