ზესტაფონში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განხორციელდა

27/07/2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტის გამგებელთან და გამგებლის მოადგილესთან ერთად დაათვალიერეს. მონიტორინგის ფარგლებში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოფელ როდინაულში, სოფელ ტაბაკინში, ზედა საქარაში, სოფელ კვალითში, მაზნიაშვილისა და ცოტნეს ქუჩებზე ადგილზე გაეცვნენ. გზების კეთილმოწყობას მუნიციპალიტეტი ერთდროულად რამდენიმე მისამართზე ახორციელებს. წლის ბოლომდე 20 – ზე მეტი საავტომობილო გზის აღდგენა იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0