ზესტაფონში კვალითის დასახლებაში ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა

12/07/2017

ზესტაფონში კვალითის დასახლებაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება. საავტობობილო გზები , დასასვენებელი სკვერები და მინი საფეხბურთო მოედანი. წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტი დასახლებაში ყველა ამ პროექტს განახორციელებს. დასასვენებელი სკვერების რეაბილიტაცია მელქაძის, კეკელიძის და ჩიკაშუას ქუჩაზე მდებარე რეკრეაციულ ზონებს ჩაუტარდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კეკელიძის ქუჩის დასაწყისში გზის მარცხენა მხარეს და ე.წ ყანების უბნის ცენტრალურ ქუჩებზე იგეგმება; განახლდება ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები. პროექტის მიხედვით ასევე განსაზღვრულია განათების დეკორატიული სისტემის დამონტაჟებაც. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მაღლაკელიძის ქუჩაზე მდებარე სპორტულ მოედანს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0