ზესტაფონში კიდევ ერთი ხიდი განახლდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზესტაფონი – სადგურ სვირი – როდინაულის დამაკავშირებლ საავტომობილო ხიდს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. პროექტის მიხედვით არსებულ კონსტრუქციაზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყობა და მოხდება მისი ასფალტირება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საქმილსადენმშენი“ აწარმოებს. პროექტის ფინანსურ უზრუნველყოფას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. საავტომობილო ხიდის სიგრძე 197 მეტრია, სავალი ნაწილის მოცულობა კი 4 მ და 70 სმ შეადგენს. გარდა იმისა, რომ საავტომობილო ხიდი რამდენიმე სოფელს აკავშირებს ერთმანეთთან, ხიდზე ასევე წყალგამტარი მილიც გადის. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილი ადგილზე გაეცვნენ და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან მიიღეს.

Visited 194 times, 1 visit(s) today