ზესტაფონში მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო მარეგულირებელი წრე, გამყოფი ზოლი და სკვერი მოეწყობა. დაგეგმილია განათების სისტემის დამონტაჟება. სკვერი ასევე სხვადასხვა სახეობის დეკორატიული მცენარეებით გამწვანდება, განთავსდება სკამები. პროექტი 186 979 ლარით არის დაფინანსებული. კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის თანადაფინანსებას ახდენს მუნიციპალიტეტი. ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს „ანტუ რაჟი“ ახორციელებს. 2017 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა მუნიციპალიტეტში ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორისაა ზაქარიაძის ქუჩაზე (ცენტრალური ხიდიდან – ჩხეიძის ქუჩის ასახვევამდე) ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა, ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელის (დასავლეთის მიმართულებით)ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გამყოფი ზილისა და მარეგულირებელი წრის მოწყობა.

Visited 394 times, 1 visit(s) today