ზესტაფონში „მომავლის ბიზნეს სკოლა“ გაიხსნა

09/09/2017

ზესტაფონში „მომავლის ბიზნეს სკოლა“ გაიხსნა. განათლება, წარმატება და ღირსეული მომავალი, ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ გარემოს, სწავლის უახლეს მეთოდებს და ბიზნეს უნარ ჩვევების ჩამოყალიბების პირობას აძლევს. „მომავლის ბიზნეს სკოლა “ მოსწავლეებს ასევე მათი ინტერესის გათვალისწინებით და სწავლების ხარისხის ამღლების მიზნით გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას სთავაზობს. სკოლასთან ასევე არსებობს საბავშვო ბაღი „სკოლამდელთა აკადემია“. სკოლის გახსნის საზეიმო ცერემონიალს მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და გამგებლის მოადგილე გერონტი დევდარიანი ესწრებოდა. ტარიელ თუთარაშვილმა მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლი დაწესეულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და წარმატებები უსურვა „მომავლის ბიზნეს სკოლის“ მოსწავლეებს, პედეგაოგებს და ადმინისტრაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0