ზესტაფონში მცენარეების დარგვის პროცესი მიმდინარეობს

06/04/2017

მესამე დღეა ქალაქის სხვადასხვა უბნებზე ხე – მცენარეების დარგვის პროცესი მიმდინარეობს. საგაზაფხულო გამწვანების აქციის ფარგლებში 23 სახეობის 800 – მდე ნერგი მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე, 9 აპრილის სახელობის სკვერში, აღმაშენებლის ქუჩაზე კვალითის დასახლებაში და ცენტრალურ ქუჩებზე დაირგო. ქალაქის გამწვანების პროცესში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა მიიღო. გამწვანების მასშტაბური აქცია ზესტაფონში გასულ წელ ვაკნარის ტერიტორიაზე განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0