ზესტაფონში ნინოშვილისა და ბატონიშვილის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საავტომობილო გზის რეაბილიტაციას მუნიციპალიტეტი რამდენიმე მისამართზე ახორციელებს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო ნინოშვილისა და ვახუშტი ბატონიშვილის ქუჩებზეც. ბატონიშვილის ქუჩაზე პროექტის მიხედვით განსაზღვრულია ასფალტის საფარის მოწყობა. პროექტის ღირებულება 398400 ლარს შეადგენს. გზის საფარის აღდგენა სექტემბრის დასაწყისში იგეგმება. ნინოშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე 257955 ლარი დაიხარჯება. პროექრის დასრულება 11 სექტემბრისთვის იგეგმება. საგზაო ინფრასტრუქრურის რეაბილიტაცია რეგიონული ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები დღეს მაჟორიტარმა დეპუტატმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და აღნიშნულ უბანში მცხოვრებთ მიმდინარე პროექტებზე სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს.

Visited 149 times, 1 visit(s) today