ზესტაფონში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ოთხი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი ესწრებოდნენ.

საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი და აღსაზრდელებისთვის ყველა შესაბამისი პირობაა შექმნილი.თითოეული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 100 – ზე მეტი ბავშვის მიღებას შეძლებს.
ბაღების მშენებლობისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან დაახლოებით მილიონი ლარი გამოიყო.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსგავსი მასშტაბური სამუშაოები სკოლამდელი აღზრდის სფეროში არ განხორციელებულა. საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ტენდენცია 2016 წელსაც გაგრძელდება.

Visited 181 times, 1 visit(s) today