ზესტაფონში საავტომობილო გზების მოწყობა 6 მისამართზე სრულდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2017 წელში განსახორციელებელ პროექტებს შორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე მისამართზე დასრულების სტადიაშია. ქალაქის საავტომობილო გზებზე ვახუშტი ბატონიშვილის, 300 არაგველის და ჩხეიძის ქუჩის მე – 5 შესახვევში გზის საფარის მოწყობის გარდა, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციაც ხორციელდება. 300 არაგველის ქუჩის კეთილმოწყობას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, პროექტის ღირებულება 161285 ლარს შეადგენს. რეგიონული განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება ვახუშტი ბატონიშვილის ქუჩის ასფალტირებაც და მისი ღირებულება 398 400 ლარს შეადგენს. სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს ჩხეიძის ქუჩის მე – 5 შესახვევშიც, რომლის ღირებულება 179384 ლარია. მიმდინარე წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტში 20 – ზე მეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

Visited 209 times, 1 visit(s) today