ზესტაფონში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

24/12/2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე 23 დეკემბერს საზეიმოდ აინთო. ახალი წლის სიმბოლო, ზესტაფონის ქალაქის მერმა, ბავშვებთან ერთად აანთო და მოსახლეობას დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცა. სადღესასწაულო აქსესუარები და განათებები, ქალაქის ყველა ცენტრალურ უბნებზე დამონტაჟდა. 31 დეკემბერს, ცენტრალურ მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან 22 : 00 სთ – დან საახალწლო შოუ პროგრამა მოეწყობა. კონცერტს ჯგუფი “სტიქია” გახსნის. შემდეგ კი სცენა, პოპულარულ ქართველ მომღერლებს დაეთმობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0