ზესტაფონში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა შორის კულინარიული კონკურსი „პატარა მზარეულები“ ჩატარდა

08/11/2017

ზესტაფონში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა შორის კულინარიული კონკურსი „პატარა მზარეულები“ ჩატარდა. აქტივობაში მონაწილეობას ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა წარმომადგენელი იღებდა. კონკურსის მიხედვით, პატარებმა ბოსტნეული პროდუქტებისგან საკუთარი ფანტაზიით ორიგინალური სალათები მოამზადეს. კულინარიული მენიუ ხილისა და ტკბილეული პროდუქტისგან მომზადებული სახეობებსაც აერთიანებდა. „პატარა მზარეულების“ კულინარიულ შემოქმედებას ქალაქის N 6 ბაღი მასპინძლობდა. კონკურსის დასრულების შემდეგ ყველა მათგანს სიგელები და წიგნები გადასცეს საჩუქრად. ღონისძიება მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0