ზესტაფონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტში რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. საავტომობილო გზის სარებილიტაციო სამუშაოები დღეს მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ, გამგებლის მოადგილესთან ნიკოლოზ კრავეიშვილთან და და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მიმდინარე პროექტთა შორისაა 300 არაგველის, მაზნიაშვილის და გორგასალის პირველი შესახვევში გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები. 300 არაგველის ქუჩის კეთილმოწყობას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, პროექტის ღირებულება 161285 ლარს შეადგენს. რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს ასევე მაზნიაშვილის ქუჩის კეთილმოწყობაც და მისი ღირებულება 145606 ლარს შეადგენს. 2017 წელს მუნიციპალიტეტში 17 – მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

Visited 146 times, 1 visit(s) today