ზესტაფონში საკარმიდამო ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება. დღეს, 21:30 საათზე, ქალაქი ზესტაფონში, შორაპანში, გაღმა ბოსლევში, ზედა ილემში, ზედა საქარაში, ზოვრეთში, ფუთში, ქვედა საზანში, შროშაში, ძირულაში, გორისაში და მერჯევში საკარმიდამო ფართობები, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება.
ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლის ტერიტორიებზე ფერომონების განთავსება მიმდინარეობს. ტყისპირა პერიმეტრებზე, მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რომელთა რაოდენობა აგვისტოს დასაწყისში გაორმაგდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ცივი შესხურების მეთოდით, სიმინდის მასივების დამუშავება აქტიურად ხორციელდება.
დღეს, წამლობით ღონისძიებების დაწყებას, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგლიჩიძე, მოადგილე დავით მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, მონიტორინგის ჯგუფის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრნენ და მიმდინარე ღონისძიებები დეტალურად განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გარდამტეხ ფაზაშია და ღონისძიებებში, ადგილობრივი მოსახლეობის და ფერმერების ჩართულობა მნიშვნელოვანია.
ღონისძიებების დაწყების შესახებ, მოსახლეობას შეტყობინება გზავნილების სახით, 24 საათით ადრე ეგზავნებათ.
ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებები მეფუტკრეებთან კოორდინირებული თანამშრომობით იგეგმება.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყების და განხორციელების ვადებზე, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parosana.ge
მოქმედებს ცხელი ხაზი: 15 01

Visited 104 times, 1 visit(s) today