ზესტაფონში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017 გაიხსნა

01/02/2017

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დღეს სპორტის სასახლეში გაიხსნა. მასშტაბურ ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები ასპარეზობენ. სპორტული მარათონი ფეხბურთის ჩემპიონატით დაიწყო, სადაც 28 სკოლის გუნდი ჩაერთო. ოლიმპიადის მონაწილეები სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოსინჯავენ ძალებს. მათ შორისაა: კალათბურთი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბადბინტონი, მარათონული გარბენი, მხიარული სტარტები. ოლიმპიადა მთელი თვის მანძილზე გაგრძელდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამარჯვებული გუნდი რეგიონალური ტურის საგზურს მოიპოვებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0