ზესტაფონში საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება

11/10/2017

საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა ახალი სპორტული მოედნების აგება – კეთილმოწყობა რამდენიმე მისამართზე განახორციელა. მათ შორისაა აღმაშენებლის, გორგასლის, მაღლაკელიძის და ლაღიძის ქუჩებზე მდებარე მინი მოედნები. ყველა არსებულ ობიექტზე მოეწყო ძირითადი ფუძე ბეტონის ზედაპირით, დაიგო კომბინირებული ხელოვნური საფარი. ტერიტორია შემოიღობა მავთულბადით. განახლდა სტადიონზე არსებული ინფრასტრუქტურა. პროექტების ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 140 252 ლარი დაიხარჯა. ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. მუნიციპალიტეტი „ცხოვრების ჯანსაღი წესის“ ფარგლებში მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა სპორტულ აქტივობას. მათ შორისაა საფეხბურთო მოედნების აღდგენა – რეაბილიტაცია. ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0