ზესტაფონში შშმ პირებისთვის ეტლების მწარმოებელი საამქროს გახსნა იგეგმება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელშეწყობით, შშმ პირებისთვის ეტლების მწარმოებელი საამქრო ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე გაიხსნება. საწარმო დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ შშმ პირებს მოემსახურება.
ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე საწარმოს გახსნის და მისი ფუნქციონირების შესახებ დეტელებზე სასაუბროდ, ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორს, ვასილ გველესიანს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლების წარმოებას არასამთავრობო ორგანიზაცია „მოირგე“ იწყებს. „ჯორჯიან მანგანეზის“ გარდა პროექტის მხარდამჭერები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ მაკ ჯორჯია“ და საქართველოს ბანკის პროექტი „სიცოცხლის ხე“. საწარმოს მშენებლობისთვის ფართი „ჯორჯიან მანგანეზმა“ უსასყიდლოდ გამოუყო. პროექტის შესაბამისად, შშმ პირებისთვის ეტლები საქართველოში დამზადდება და ინდივიდუალურად იქნება მორგებული ყველა საჭიროების მქონე პირზე. საწარმოში შშმ პირების დასაქმებაც არის გათვალისწინებული.

Visited 90 times, 1 visit(s) today