ზესტაფონში, წიგნის ფესტივალის გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობს

27/04/2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნის ფესტივალის გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობს.
გამოფენაზე მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი – საბავშვო, საყმაწვილო, საგანმანათლებლო ლიტერატურა, მხატვრული ლიტერატურის მსოფლიო ბესტსელერები. წიგნის ფესტივალზე პალიტრა L შემოტანილი წიგნები 20%-დან 60%-მდე ფასდაკლებით გაიყიდება. გამოფენა-გაყიდვა 11 სთ-დან 19 სთ-მდე გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0