ზესტაფონში 12 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

18/08/2017

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მუნიციპალიტეტში 12 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მოხდება. კეთილმოწყობის სამუშაოები, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ბაღებს ჩაუტარდება. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს კვალითის დასახლებაში არსებულ N 2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. პროექტის ფინანსურ უზრუნველყოფას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, თანადაფინანსებას ახდენს ასევე ადგილობრივი ბიუჯეტი. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 81713 ლარია და მას „დრიმ – ბილდინგ – კომპანი“ აწარმოებს. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სასწავლო დაწესებულებაში განახლდება შენობის დაზიანებული სახურავი.მოწესრიგდება სველი წერტილები, საძინებელი ოთახები, სამზარეულო. შეიღებება კედლები და ჭერი. მოეწყობა ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი. შეიცვლება ელ. გაყვანილობა. საბავშვო ბაღებში მიმდინარე სამუშაოები გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ დღეს სოფელ მარტოთუბანსა და კვალითის დასახლებაში დაათვალიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0