ზვიად შალამბერიძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ და მოადგილემ ბესიკ გოფოძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ამ ეტაპზე სამუშაოები გოდოგანი–ნაგარევი–ბროლისქედის და თერჯოლა–ახალთერჯოლა–ჩხარის დამაკავშირებელ გზებზე მიმდინარეობს. ჯამში ორივე პროექტის ფარგლებში 11 კილომეტრიანი გზის მშენებლობა განხორციელდება. ასევე, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების რეაბილიტაცია. სოფელ ბარდუბანში, მდინარე როკიანას ადიდების შედეგად უბანთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა და მოსახლეობისთვის დროებით მოეწყო საფეხმავლო გადასასვლელი. ამჟამად კი კონსტრუქციის მშენებლობა მიმდინარეობს და მალე სოფელი ახალი ხიდით ისარგებლებს. გარდა, ამისა სოფელ საზანოში დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოებიც ხორციელდება.
ინფრასტურქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ბარდუბანში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებსაც გაეცნენ. პროექტის დასრულების შემდეგ 900 ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებით. თერჯოლაში, სოფელ გოგნში 30 ბვშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობაც მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 244 084 ლარს შეადგენს.

Visited 119 times, 1 visit(s) today