ზვიად შალამბერიძემ მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარ სამმართველოში მხარის რწმუნებული, პირველ მოადგილე იოსებ ხახალეიშვილთან ერთად, მეხანძრე-მაშველებს და ოპერატორებს გაესაუბრა და მათ ქვეყნის ერთგულებისა და მამაცობისთვის მადლობა გადაუხადა.

“ვულოცავ ყველა მეხანძრე-მაშველს პროფესიულ დღეს. ეს არიან ის ადამიანები, ვინც საკუთარი სიცოცხლის ძალიან დიდი რისკის ფასად დგანან ჩვენი ქვეყნის და თითოეული თანამოქალაქის სადარაჯოზე. მათ ძალიან ბევრჯერ გამოავლინეს თავიანთი მაღალი პასუხისმგებლობა და ჩვენ სახელმწიფო, თითოეული ჩვენგანი ყოველთვის ვიქნებით ამ ადამიანების მადლიერი“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დღესვე საგანგებო სიტუაციების მართვის იმერეთის სამმართველოს უფროსს ვლადიმერ ჯღამაძეს მინისტრის ბრძანებით, სამსახურის უმწიკვლო შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა.

Visited 112 times, 1 visit(s) today