ზვიად შალამბერიძე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს: თომას ჰაგს, ნარვე რიოს და მელანი ლეზერს შეხვდა. მხარეებმა წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს, ასევე იმსჯელეს თუ რამდენად დემოკრატიულად მიმდინარეობს პროცესები და რა ხარვეზებია გამოვლენილი ამ დრომდე.

„ჩვენი მიზანია, რომ ჩავატაროთ რაც შეიძლება გამჭვირვალე არჩევნები, სადაც დაცული იქნება ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლება, რომ გააკეთოს საკუთარი არჩევანი დამოუკიდებლად და მშვიდ გარემოში. გარდა ამისა, ძალიან დიდი გამოწვევაა კოვიდ – 19, არჩევნებამდეც და უშუალოდ არჩევნების დღეს მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი მოაქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება“ – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე იმერეთის 12 – ვე მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

Visited 125 times, 1 visit(s) today