ზვიად შალამბერიძე, ველიკოპოლსკას რეგიონული პარლამენტის (სეიმეკის) დელეგაციას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ველიკოპოლსკას რეგიონული პარლამენტის (სეიმეკის) დელეგაცია. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად შალამბერიძე, მოადგილეები: იოსებ ხახალეიშვილი და ბესიკ გოფოძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ვიცე მერი დავით ერემეიშვილი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომელიც ასახავდა იმერეთის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, მხარის სავაჭრო-სამრეწველო მიმართულებით არსებულ მდგომარეობას, სოფლის მეურნეობის საკითხებს, კონკრეტულად საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ შექმნილი მცირე და საშუალო საწარმოების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და გაეცნენ რეგიონის საინვესტიციო გარემოს. საუბრის ბოლოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ველიკოპოლსკას რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიესლავ სჟეპანსკიმ აღნიშნა, რომ გამოცდილების გაზიარების მიზნით ორ თანამშრომელს სტაჟირებაზე პოლონეთში წაიყვანენ. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები იმერეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ესტუმრებიან.

Visited 241 times, 1 visit(s) today