იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს საქართველოში სანია ჩელებიჩ ლუკობაცს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიგრაციის პრობლემას საქართველოში და რეგიონში. ორგანიზაციის მიერ დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლოს ბიზნესფორუმის ჩატარება და ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების გადამზადება მიგრაციის საკითხებში. ასევე, იგეგმება სასწავლო კურსის ჩატარება იმერეთის მუნიციპალიტეტებში.
Visited 58 times, 1 visit(s) today