ზვიად შალამბერიძე, რეგიონში არსებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა

17/09/2020

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონში არსებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა. ზვიად შალამბერიძემ ამ ეტაპზე არსებულ ეპიდემიოლოგირ მდგომარეობაზე, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციების კონტროლსა და აღსრულებაზე გაამახვილა ყურადღება. მხარის რწმუნებულმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისგან მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია მოისმინა და მათ სამუშაოს ეფექტურად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

“მადლობა საქმიანობისთვის, შრომისთვის და გვერდით დგომისთვის. ვირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან აქტიურად ხართ ჩართულები პროცესში და შესაძლებლობებიდან გამომდინარე აკონტროლებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ჩვენს რეგიონში. ბოლო პერიოდში მხარეში გვაქვს კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტების ზრდა. ასევე იცით, რომ იმერეთში ჯამში 236 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, როგორც ჩვენს რეგიონში მცხოვრები ასევე, სხვადასხვა რეგიონებიდან გადმოყვანილი პაციენტები. მიუხედავად იმისა, რომ რიცხვი საკმაოდ მაღალია, სამედიცინო დაწესებულებები არსებული რესურსით კარგად უმკლავდებიან შექმნილ მდგომარეობას და ზრუნავენ თითოეული პაციენტის ჯანმრთელობაზე. ამ ეტაპზე ვაკონტროლებთ სიტუაციას და ასე უნდა გავაგრძელოთ. ყველა გამოწვევას უნდა შევხვდეთ ღირსეულად. აუცილებელია თითოეულ შემთხვევაზე მოხდეს სწრაფი რეაგირება, ოპერატიული მუშაობა და სწორი ნაბიჯების გადადგმა, როგორც ეს იყო დღემდე“- აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

სახელმწიფო რწმუნებულმა მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. აუცილებელია გამოვიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე, ვატაროთ პირბადეები და დავიცვათ სოციალური დისტანცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0